01:01 - 26 Jul, 2026
|
2019-05-23 12:51:34, 1112 ნახვა
საზოგადოება
საქალაქო სასამართლოში ლაშა თორდიას ცემის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეზე ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სასამართლო დარბაზში მივიდა, თუმცა ჟურნალისტებთან მას კომენტარი არ გაუკეთებია. თავად დაზარალებული ლაშა თორდიას გამოკითხვა სავარაუდოდ skype-ით მოხდება. საქმის მასალებით, ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას თავს დაესხა და რესტორან "ელ ცენტროში" ფიზიკურად გაუსწორდა. თუმცა თავად ფარცხალაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დაპირისპირება თორდიას პროვოცირებით მოხდა. მას ამ საქმეზე 5000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. შემთხვევა 2017 წლის 13 მაისს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)