01:01 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 19:00:09, 1513 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება - იტალიაში, ავტობუსის გადატრიალების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს დაზიანებები არ მიუღიათ

იტალურმა მხარემ დაადასტურა რომ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სიენა-ფლორენციის გზაზე მიმავალ ტურისტულ ავტობუსში, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს. 

უწყების ინფორმაციით, არცერთ მათგანს სხეულის დაზიანება არ მიუღია. მათივე ცნობით, კონსული თითეული მათგანის მდგომარეობას არკვევს. 

"იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში, რომელიც მოძრაობდა სიენადან ფლორენციის მიმართულებით, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. არცერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ორია ჰოსპიტალიზებული და როგორც ექიმებმა ჩვენს კონსულს განუცხადეს, ჰოსპიტალიზაციის მიზანი იყო მათ ავარიის შედეგად მიღებული შოკი მოხსნოდათ. არცერთი მათგანის ჯანმრთელობას ანსიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ვლადიმირ კონსტანტინიდმა.

ცნობისთვის, დღეს იტალიის პროვინცია სიენაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. სულ ავტობუსში 60 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics