|
2019-05-21 12:25:38, 1065 ნახვა
საზოგადოება
NDI – გამოკითხულთა 59% თავს დასაქმებულად არ თვლის
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ თვლის. კერძოდ, კითხვას - „თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? (იგულისმხება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული, მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი)“ – 59%-მა უარყოფითად უპასუხა, 41%-მა დადებითად. 59%-დან, ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის, 35% აცხადებს, რომ სამსახურს ეძებს; 25% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით; 16%-მა აღნიშნა, რომ დიასახლისია. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)