|
2019-05-17 17:13:41, 1226 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 მაისს დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მაისს ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა +34, +39, სანაპირო რაიონებში +30, +35, მთაში +31, +36, მაღალმთაში +27, +32 გრადუსამდე მოიმატოს. მათივე ვარაუდით, 19-20 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს, შედარებით აგრილდება, ტემპერატურა 10-12 გრადუსით დაიკლებს. 18-19 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 20 მაისს კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში 18-19 მაისს +30, +35, ხოლო 20 მაისს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +30, +32, ხოლო 20 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)