14:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 16:05:49, 1341 ნახვა

კომენტარი
მშვენიერაძე - სამარცხვინოა, რომ ამ ბოღმის ნთხევას, სადაც ყველა მტერს ეძებს, რათა სცემოს და დაამციროს, ოჯახის სიწმინდის დღე დაერქვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დამფუძნებელი გიორგი მშვენიერაძე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

მშვენიერაძე ლგბტიქ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ

„დღეს 17 მაისია, ჰომოფობიის, ანუ ლგბტიქ ადამიანების მიმართ სიძულვილის, მიუღებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.

ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა საკუთარი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის მებრძოლ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უარყოფენ საკუთარი ოჯახები, საზოგადოება. ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში თრგუნავენ საკუთარ იდენტობას და სევდიანად უყურებენ მათ დებს, ძმებს, დედებსა და მამებს, როგორ ემზადებიან ყოველი წლის 17 მაისის დილას, ლგბტიქ ადამიანების დასამცირებლად, შეურაცხყოფისთვის, სიძულვილისთვის, ქუჩაში ტრანსფარანტებით და ჭინჭრებით სარბენად.

კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ ამ ბოღმის ნთხევას, სადაც არავინ იღიმის, სადაც არავის არაფერი უხარია, სადაც ყველა მტერს ეძებს, რათა სცემოს, აგინოს, მოერიოს, დაამციროს, დღესასწაული - ოჯახის სიწმინდის დღე დაერქვა სახელად“, - წერს გიორგი მშვენიერაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics