|
2019-05-15 10:44:56, 1019 ნახვა
საზოგადოება
სსგს პირობით მსჯავრდებულებსა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მისჯილ პირებს დაასაქმებს
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მისჯილ პირებს და პირობით მსჯავრდებულებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა სააგენტოში პრობაციონერებს შეხვდნენ და მათ სამუშაო პირობები გააცნეს. სამუშაო ადგლების არ არსებობის გამო, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მისჯილ პირებს, მიუხედავად მათი სურვილისა, ხშირად არ ქონდათ შეფარდებული სასჯელის მოხდის შესაძლებლობა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად ჩაერთო პრობაციონერების დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით, პირველ ეტაპზე 30 ბენეფიციარი შეირჩა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამოქალაქო აქტების გაციფრულების პროცესი (დიგიტალიზაცია) მიმდინარეობს, რაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის რეფორმის ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბენეფიციარები სააქტო ჩანაწერების გაციფრულებაში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არის არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთი სახე, რომლის აღსრულება მსჯავრდებულს დაკისრებული აქვს სასამართლოს ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით. იგი გამოიყენება როგორც ძირითადი, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით. სააგენტოს თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აღნიშნული ინიციატივით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბენეფიციართა დასაქმების პროცესში, რითაც ხელს უწყობს საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციას და რესოციალიზაციას.
(NS)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)