19:52 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 16:17:56, 1120 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გზის საფარის განახლება რამდენიმე მისამართზე, მათ შორის, გაგრის N8-ში და II ჩიხში, თავდადებულის ქუჩაზე, მაია წყნეთელის I შესახვევში, ამილახვრის N21-ში და ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.  

პირველ ეტაპზე, გზებზე დაზიანებული საფარის დემონტაჟი განხორციელდა, შემდეგ მოეწყო ბორდიური და გზის საფუძველი მომზადდა. მაია წყნეთელის I შესახვევში და ლესელიძის ქუჩაზე კი ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.

პროექტების თანახმად, გაგრის N8-ში 1 000 კვ.მ ფართობის ეზო მოწესრიგდება, გაგრის II ჩიხში - 380 კვ.მ, თავდადებულის ქუჩაზე გზის საფარი 1860 კვ.მ განახლდება,  მაია წყნეთელის I შესახვევში 500 კვ. მ ფართობის მონაკვეთი შეკეთდება, ხოლო ლესელიძისა და ანჯაფარიძის ქუჩებზე 1 725 კვ.მ გზის საფარი განახლდება. 

საგზაო სამუშაოებს შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics