|
2019-05-13 10:41:58, 1747 ნახვა
სამართალი
გახარია: 12 მაისის შემდეგ, ე.წ. კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი შემცირდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პარლამენტის შენობის წინ ბიუსტის დადგმის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთ წელში ე.წ. კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალების რიცხვი კრიტიკულად შემცირებულია. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას - პოლიცია ამ ბიუსტით ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. „პირველი რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვართ მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ როგორც ჩვენი ოპონენტებისგან ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც და აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას. შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება. 12 მაისის შემდეგ როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, კლუბებთან დაკავშირებული, კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა 2 შემთხვევა. ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა ესეც ბევრია, მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა 2 ტრაგიკული შემთხვევა. ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი მსგავსი, ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა. ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით დღესაც, დავიცავთ იმ ბიუსტით გამოხატვის თავისუფლებას რომელიც დგას აქ რუსთაველზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)