22:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-06 17:50:23, 1860 ნახვა

სამართალი
შსს-ს საგზაო უსაფრთხოების სოციალურ კამპანიას - „მეტი სიცოცხლისთვის“ აშშ-ის საელჩო შეუერთდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების სოციალურ კამპანიას - #მეტისიცოცხლისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა.

აშშ-ს საელჩომ სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე (https://www.facebook.com/usingeo/) აღნიშნული კამპანიის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

"საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის ფარგლებში აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს კამპანიას მეტი სიცოცხლისთვის. საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 500-მდე ადამიანი იღუპება და 9000-ზე მეტი ზიანდება. დავემორჩილოთ საგზაო უსაფრთხოების წესებს და ერთად შევამციროთ ეს სტატისტიკა," - წერია აშშ-ს საელჩოს გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია ერთი თვეა აქტიურად მიმდინარეობს. კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები. ასევე, შეიქმნა ვებგვერდი formore.life და Facebook გვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლეა განთავსებული.

სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics