|
2019-05-05 23:36:53, 4695 ნახვა
სპორტი
მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან საფეხბურთო მოედანი განახლდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვირსხევში საფეხბურთო მოედანი განახლდა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე საფეხბურთო ინვენტარი ჩაიტანეს და მოზარდებს მაისურები და ბურთები გადასცეს. სფფ-ს ინფორმაციით, განახლებულ საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებთათვის სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირების ჩატარება იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)