16:23 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-05 12:41:50, 1062 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: აპრილში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაიჭრა თბილისში

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აპრილის საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. მხოლოდ გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღია კამერიანი აკრძალული, მკვლელი წყალგამაცხელებელი  და გაზგამათბობელი ჩახსნეს. მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი - 1441 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს. ჩუღურეთში - 895, სანზონაში - 888, ისანი-ვაზისუბანში - 884, ნაძალადევში 729 ღია კამერიანი საშიში დანადგარი გათიშეს ქსელიდან, გლდანში - 672, კრწანისის რაიონში - 451, მთაწმინდის რაიონში - 398, საბურთალოს რაიონში - 331, ვაკეში - 181, დიდუბეში კი 145 მკვლელი დანადგარი ჩაჭრეს, ნუცუბიძეზე - 131, დიღომში - 89.  აკრძალული ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა, სულ 46.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეგახსენებთ, რომ ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული. ნუ მოიხმართ ღია კამერიან გაზდანადგარებს. გახსოვდეთ, CO კლავს!

 

სამგორი - 1441

ჩუღურეთი - 895

სანზონა - 888

ისანი-ვაზისუბანი - 884

ნაძალადევი - 729

გლდანი - 672

კრწანისი - 451

მთაწმინდა - 398

საბურთალო - 331

ვაკე - 181

დიდუბე - 145

ნუცუბიძე - 131

დიღომი - 89

წყნეთი - 46

სულ - 7281

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics