|
2015-06-26 16:40:25, 1034 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 სამხედრო მოსამსახურეს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. კურსის მიზანს სამხედრო პოლიციის ოფიცრების მომზადება და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა. სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 2 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. მსმენელებმა ტაქტიკური მომზადება და სამხედრო საგნები შეისწავლეს. ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში სამართლებრივ საკითხებში ოთხკვირიან კურსსაც ითვალისწინებდა. კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები სამხედრო მოსამსახურეებს დავით ებრალიძემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ, ასევე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ამირან ნოზაძემ გადასცეს.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)