20:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 10:08:14, 1805 ნახვა

სამართალი
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის, პანამის დროშით მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა.

„ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics