21:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 20:03:04, 1350 ნახვა

რეგიონი
ძველ ბათუმში ახალი სასტუმრო „BLOOM“ გაიხსნა

ბათუმს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა. ბუტიკის ტიპის სასტურმო „BLOOM“ ძველ ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ოფიციალურად გახსნეს.

სასტუმრო 27 ნომრიანია და ის ჯამში 78 ადამიანზეა გათვლილი. სასტუმრო სრულადაა აღჭურვილი უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემით. ამ ეტაპზე, სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული. 

„ამ დღეებში ჩვენ უკვე მეორე სასტუმრო გავხსენით ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალი საწოლი ადგილების შექმნის კუთხით. სასტუმრო ბათუმის ისტორიულ უბანში მდებარეობს და ის სრულად ჯდება იმ ავთენტურ გარემოში, რაც ასე მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ძველ ბათუმს ტურისტებისთვის. რეგიონს ყოველწლიურად ემატება ახალი ტურისტული ობიექტები, ეს იქნება განთავსების, კვებისა თუ გასართობი, რაც დამატებითი სტიმულია ბიზნესისთვის და მრავალფეროვან არჩევანს ქმნის ტურისტებისთვის. აღნიშნული სასტუმროს შემთხვევაში გვაქვს ქართული ინვესტიცია და მასში მუდმივად 30 ადამიანია დასაქმებული.  ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება და ბათუმში არაერთი ტურისტული ობიექტი გაიხსნება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სასტუმრო გახსნისას. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics