21:06 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 17:06:30, 1275 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბრიტანეთის ხომალდის „HMS ECHO“ ეკიპაჟის წევრებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ბრიტანეთის სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ ,,HMS ECHO"-ს ეკიპაჟის წევრებს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, რისი კიდევ ერთი დასტურიც ბრიტანული ხომალდის უკვე მეორე ვიზიტია რეგიონში.  თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარას,  მისი ზღვისპირა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკური, ტურისტული თუ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში.

„დინამიურად ვითარდება ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის მიმართულებით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბრიტანეთის სამეფო არის ჩვენი ქვეყნის  მხარდამჭერი ამ მიმართულებით“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ბრიტანულმა ინვესტიციებმა და გასულ წელს პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციების რაოდენობამ 203,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტების ნაკადი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველკვირეულად ხორციელდება ხუთი პირდაპირი ფრენა ლონდონის მიმართულებით.

ბრიტანული ხომალდის  „HMS ECHO-ს" შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics