21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 15:19:05, 1844 ნახვა

სამართალი
შსს-მ პრეზიდენტის მიერ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის Twitter-ის ოფიციალური გვერდის შესაძლო გატეხვასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში აღნიშნული საქმის შესწავლა მიმდინარეობს. 

 

მათივე ცნობით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის პოსტი გააზიარა, სადაც თეთრი სახლის ხელმძღვანელი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის სოციალურ ქსელებს შესაბამისი სამსახური [მენეჯერი] მართავს და სავარაუდოდ მოხდა შეცდომა. ამასთან, მოისწრაფიშვილმა კიბერთავდასხმაც არ გამორიცხა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics