13:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 14:37:48, 2137 ნახვა

ეკონომიკა
„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ“ - თურქეთის საელჩოსთან თბილისში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქციას მართავენ

თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქციას მართავენ. 

აქცია თურქების მიერ სომხეთა მასორივი მკვლელობის 104 წლისთავს უკავშირდება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები თურქეთის საელჩოსთან მივიდნენ, რათა კიდევ ერთხელ მოუწოდონ თურქეთის სახელმწიფოს, რომ გენოციდი აღიაროს.

აქციის მონაწილეებს აცვიათ მაისურები, რომლებზეც აღნიშნულია, რომ ისინი მომხარს არ დაივიწყებენ. ადგილზე დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. 

"დღეს აქ შევიკრიბეთ რომ გავიხსენოთ მილიონ ნახევარი ადამიანები, რომლებიც გენოციდის დროს მოკლეს. შევიკრიბეთ იმისათვის, რომ  პატივი მივაგოთ ჩვენს წინაპრებს, რომ გავიხსენოთ 104 წლის წინ მომხდარი ტრაგედია. გაერომ ამ ტრაგედიის გამო სპეციალურად შექმნა ტერმინი - "გენოციდი". მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც სომხეთა გენოციდი აღიარა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გენოციდი არა თუ სომეხთა, არამედ არც ერთი სხვა ერის წინააღმდეგ არ მოხდეს, მათ შორის ყოველთვის ვიდგები ჩვენი ქართველი ერის გვერდით", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და სომხეთის ეროვნული დროშები. თურქეთის საელჩოსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics