22:20 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 15:41:54, 1488 ნახვა

პოლიტიკა
რატომ დატოვა ლაშა ჟვანიამ თანამდებობა - პრეზიდენტის პრესსპიკერი განმარტებას აკეთებს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან ლაშა ჟვანიას წასვლილის მიზეზებს განმარტავს. 

ხატია მოისწრაფიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჟვანიას გადადგომის მიზეზი, პრეზიდენტთან დაპირისპირება და კონფლიქტი გახდა. 

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. 

„ბატონი ლაშა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა. ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ ის შეძლებდა უკან დაბრუნებას. ჯერჯერობით არანაირი კანდიდატურა, ყოველ შემთხვევაში ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი იყოს, არ განიხილება. არანაირი დაპირისპირება არ არის“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის, ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი 19 აპრილს დატოვა და პატრიარქის ფონდში დაბრუნდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics