19:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 16:53:07, 459 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: „სუპერ პუმები“ VIP მომსახურებისაა და არა სამაშველო

შინაგან საქმეთა მინისტრის  ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „სუპერ პუმას“ ვერტმფრენებს სამაშველო ოპერაციაში ვერ გამოიყენებდნენ, რადგან ისინი VIP მომსახურებისთვის არის აღჭურვილი.

მისივე თქმით, „პუმას“ ვერტმფრენების გადაკეთებას პროცედურები სჭირდება.

„„სუპერ პუმებზე“ ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მუშაობა. ეს არ არის იაფფასიანი ნივთი, რომ ერთ დღეში გაკეთდეს, რა თქმა უნდა, პროცედურები სჭირდება. „სუპერ პუმები“ სამაშველო ოპერაციაში ვერ იქნებოდა გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ რომ ეს „პუმები“ იყო VIP მომსახურების და არა სამაშველო. იმას არანაირი აღჭურვილობა არ აქვს, რომ გამოყენებული ყოფილიყო სამაშველოდ. ეს იყო ერთ-ერთი პიროვნების გადასაადგილებლად, ასე ვთქვათ, პირველი პირის, სავარაუდოდ, მაშინდელი პრეზიდენტის. იქ არის მოწყობილი სავარძლები. უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი ანუ კომფორტია ძალიან მაღალი. ამას ვერ გამოვიყენებდით ჩვენ ვერანაირად სამაშველო სამსახურისთვის, გამართული რომც ყოფილიყო. შემდგომში ის აუცილებლად უნდა აღიჭურვოს - ათასი მიმართულებაა, ვთქვათ, სამაშველოსი, არის იქ ე.წ. “ლიბიოდკები“ - ადამიანის ამოსაყვანი, პროჟექტორებია დასაყენებელი, რომლის ფუნქციებიც შეიძლება ღამე გამოიყენო. ვერტმფრენებს საერთოდ უჭირს, იშვიათია, რომ არის სპეცაღჭურვილობით, რათა ღამე იფრინოს. ეს ძალიან რთულია ქალაქში, სადაც ელექტროსადენები, ასევე ხეებია და ა.შ. რთულია ძალიან, დაბლა ვერ დაეშვება“, - აღნიშნა გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics