19:04 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 16:21:04, 1761 ნახვა

პოლიტიკა
„მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის“ - ბესელია კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის აგროვებს ირაკლი კობახიძის მიერ ჩადენილი დარღვევის ყველა ფაქტს. 

"ვინ არის კობახიძე რომ არ ვისარგებლო მე, როგორც დეპუტატმა. გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, ის სხდომის წამყვანია. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებ - იმპიჩმენტის წესით. ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics