|
2019-04-17 13:19:51, 1569 ნახვა
პოლიტიკა
კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან კვიპროსელ კოლეგასტან, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ, ისაუბრა. „ვისაუბრეთ ცირკულარულ მიგრაციაზე, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება და მოთხოვნაა ევროკავშირის პარტნიორების მიმართ. მზადყოფნა არის კვიპროსის მხრიდან, რომ ამ მიმართულებით და ამ კუთხით, ჩვენ ქვეყნებს შორის შედგეს შეთანხმება. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს იქნა ნათქვამი. საერთოდ, ყველანაირი დახმარება ჩვენს გზაზე, რომ მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ეს იყოს გაზიარებული კვიპროსის მიერ, როგორც ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პარტნიორის ევროკავშირში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)