10:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 19:03:38, 2315 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა.

შეხვედრაზე შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, დაისახა ახალი მიმართულებები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფისკალური სტაბილურობა. საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდგომი მოდერინზაციის გეგმას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ქვეყანაში.

„ძალიან კონსტრუქციული განხილვა გვქონდა საჯარო ფინანსების მართვის, აგრეთვე, საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების ადმინისტრირების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატში, ჩვენ საქართველოს ვიყენებთ როგორც ძალიან კარგ მაგალითს მმართველობის კუთხით მიღწეული პროგრესის საჩვენებლად",  - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics