|
2019-04-10 00:21:49, 1280 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - მურუსიძეს სდებენ ბრალს, რომ გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა
„მურუსიძეს სდებენ ბრალს, რომ გირგვლიანის საქმეში მონაწილეობდა. ეს თუ არ განვიხილეთ, ისე ჭეშმარიტებას ვერ მივაღწევთ - ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. “ყველა ეს პრობლემა და ეს გვარები და მათი ოდიოზურობა და კლანურობა ეს ყველაფერი მოდის ნაციონალური მოძრაობისგან და მათგან მართუელი ენჯეოების მხრიდან, ეს შეგიძლიათ ნახოთ მედიაში . აშკარად ეს ყველაფერი ჩანს. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მის დაბრუნებას ცდილობენ. რამდენად ობიექტურები არიან და რამდენად სწორად ემხრობიან ნაწილობრივ ჩვენი გუნდის წევრებიც, რომლებმაც დატოვეს პარტია და რამდენად არიან ესენი მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, უნდა გავარჩიოთ რამდენიმე დეტალიც. სხვანაირად არ გამოგვივა. იგივე მურუსიძის თემა ავიღოთ, გინდა ჩინჩალაძის თემა ავიღოთ , გინდაც ნებისმიერი სხვა მოსამართლის, მე ადვოკატობა გვარების მიმართ აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მაგრამ საერთო სიტუაცია რომ სწორად შევაფასოთ, აპელირება ამ გვარებზე უნდა გავაკეთოთ, რამეთუ ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა და ენჯეოებიც მათ ესხმიან თავს. მურუსიძის ქეისი - რამდენჯერმე იყო ტელევიზიაში, თვითონაც რამდენჯერმე გამოვიდა ტელევიზიით. ჩვენ პარადოქსების ქვეყანა ვართ და ეს შემთხვევაც აბსოლუტურად პარადოქსულია ჩემთვის და მე ახლა ისეთ დეტალებსაც მოვიტან რომელიც შეიძლება საჯაროდ არ თქმულა. დღეს მურუსიძე წარმოგვიდგება, როგორც იტყვი მურუსიძის გვარს , სინონიმია გირგვლიანის მკვლელობის. ალბათ თუ ახსენებ მურუსიძეს, ასოცირებაც ისეთია, რომ გირგვლიანი მოკლა მურუსიძემ. - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)