04:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 15:32:51, 1572 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: მივედი ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს

მივედი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის გაცხადებით, მან 9 აპრილის მემორიალთან მისულ სალომე ზურაბიშვილს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა მას არაფერი უპასუხა.

„სპეციალურად მივედი, რომ დამესვა მისთვის ერთი შეკითხვა, მივედი ზურაბიშვილთან და დავუსვი ასეთი კითხვა: თქვენ გესაუბრებათ ტერორისტის მამა, რამე პასუხს ხომ არ გავცემდით-მეთქი. ორჯერ-სამჯერ ბეჭებზე ხელი დავარტყი, შემოტრიალდით ქალბატონო-მეთქი, არც შემოტრიალებულა. თავი ჩაღუნა და მანქანისკენ წავიდა. გაზვიადებულად არ ვიძახი მთელს ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველაზე დაბალი თანამდებობის ადამიანს ყველას რცხვენია ჩემი“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics