|
2019-04-09 11:26:16, 1938 ნახვა
სამართალი
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ, ტელეწამყვან შალვა რამიშვილს დავა მეორე ინსტანციის სასამართლოშიც მოუგო. როგორც სამხარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. „2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ "შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო". სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე. ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა. დღეს, მინდა ხმამაღლა და ბოლო აკორდად ისევ გავიმეორო, ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალსვე ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება. ამ საქმის ყველა ეტაპზე, დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს და ადამიანებს რომლებმაც თუნდაც ერთი სიტყვით მაინც სცადეს ჩემი მხარდაჭერა. თუ ჩემი გზა, ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია“, - წერს თათია სამხარაძე. შეგახსენებთ, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის 2016 წელს უჩივლა. გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და რამიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 2 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების ვადა კი, ამოწურულია. შესაბამისად, საქმე „სამხარაძე რამიშვილის წინააღმდეგ“ დასრულდა.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)