03:45 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-07 13:16:17, 1337 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივში, სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მოხდა - დაშავდა 8 ადამიანი

დიღმის მასივში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია.

არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა. 

აფეთქებამ დააზიანა 4 ავტომანქანა. 

ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების 5 ჯგუფი შენობის ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოებს აწარმოებს





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics