02:38 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 12:03:01, 1570 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. 

ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა", - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში. 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics