|
2015-06-23 20:07:06, 1166 ნახვა
სამხედრო
პირველად ისტორიაში საზღვარგარეთ ქართული ჯავშანტექნიკა გაიყიდა
დღეს, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საზღვარგარეთ ქართული ჯავშანტექნიკა, „დელტის“ მიერ წარმოებული 10 „დიდგორი“ და 2 „მედევაკი“ გაიყიდა. ამის შესახებ სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. „ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და თავისი წვლილი შეიტანა მის წარმატებაში! შეგახსენებთ, სამრეწველო დიზაინერი ქართული ჯავშანტექნიკის შექმნის პროცესში იყო ჩართული. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ამ პროექტის განხორციელება, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)