02:38 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 13:06:48, 1196 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 74% ეკლესიას სრულიად ენდობა - TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% ეკლესიას სრულიად ენდობა. 

კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტებიდან, მოსახლეობა ეკლესიას (ან სხვა რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს) ყველაზე მეტად ენდობა. მოსახლეობის 17% ნაწილობრივ ენდობა ეკლესიას, 5% უფრო ენდობა, ვიდრე არა, ხოლო 4% საერთოდ არ ენდობა.

ამავე კვლევის თანახმად, ნდობის თვალსაზრისით მეორე ადგილზე არიან მასწავლებლები (62%), ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს ექიმები (47%) და პოლიცია (48%) ინაწილებენ.

აღნიშნული კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“(CRRC) ჩაატარა. მთელი საქართველოს მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება, საშუალოდ, 2.3%-ია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics