22:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 19:36:45, 1882 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას - თქვენ თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის , ვინც დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფერს აკეთებდა.

დარბაზში დამსწრე პოლიტიკოსებმა სესიაშვილს სიტყვა ტაშით გააწყვეტინეს.

„რატომ გაიხსენა სესიაშვილმა წარსულიო და მე გეტყვით რატომ გავიხსენე: რომ თქვენ, ზოგიერთი თქვენთაგანი დეპუტატი იყო მაშინ, ზოგიერთი -  მაღალი თანამდებობის პირი, ზოგიერთი მინისტრის მოადგილეც კი იყო. თქვენ თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით, არც  საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც ნდობის ჯგუფს ატარებდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით, და ახლა მე რომ ვარ აქ და რომ უნდა გაგახსენოთ (ტაში).  თქვენი სლოგანი ხომ გახსოვთ: „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, ლაპარაკი შეგიძლიათ, ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ მე მინდა ახლა რომ თქვენი საქმეები გაგახსენოთ, რაზეც უნდა გემუშავათ“, - განაცხადა სესიაშვილმა და კორუფციის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, რაც, მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გამოვლინდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics