|
2015-06-23 17:22:36, 1038 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრში ფსიქოლოგიური ტრენინგი ჩატარდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის 28-ე ძირითადი სასწავლო კურსი მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, კურსის მონაწილეები ფსიქოლოგიურ ტრენინგს დაესწრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ჯარების მორალურ-ფსიქოლოგიური სამმართველოს ფსიქოლოგებმა კურსის მონაწილეებს ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვის, სუიციდის პრევენციის, ლიდერობისა და ჯგუფის მართვის საკითხებზე ლექცია-სემინარი ჩაუტარეს. ტრენინგის მიზანს მსმენელებისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დახმარება წარმოადგენს. სერჟანტთა ძირითადი სასწავლო კურსის განმავლობაში ფსიქოლოგიის საკითხებზე მსგავსი ტრენინგები კიდევ გაიმართება. კურსი ორ ფაზად ტარდება და საველე და საკლასო მეცადინეობებს მოიცავს. ძირითადი სასწავლო კურსის მსმენელები 12 კვირის განმავლობაში საჯარისო ტაქტიკას, საცეცხლე, სამწყობრო მომზადებას შეისწავლიან და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ხერხებს, ასევე, კავშირგაბმულობის ელემენტებს დაეუფლებიან. სამხედრო მოსამსახურეები ეტაპობრივად ფსიქოლოგიის, ისტორიის, ლიდერიზმისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების საკითხებზე ლექცია-სემინარებსაც ისმენენ. კურსის მსმენელები საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სერჟანტები არიან, რომლებიც მოგვიანებით თავიანთ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან. ძირითად სასწავლო კურსში 204 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)