19:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 16:51:58, 488 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი არგენტინაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ოფიციალური შეხვედრა გამართა არგენტინის ვიცე–პრეზიდენტთან და სენატის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან.

აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. 22 ივნისს მინისტრი სიტყვით გამოვიდა არგენტინის საგარეო ურთიერთობათა ეროვნულ ინსტიტუტში და მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ასევე ისაუბრა ლათინური ამერიკის რეგიონთან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.

პარალელურად ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ბუენოს-აირესში აკრედიტებული ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებთან, რომელსაც ესწრებოდნენ არგენტინაში ბრაზილიის, ურუგვაის, პერუს, კოლუმბიის, ბოლივიის, მექსიკის, გვატემალის, ელ სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკას ელჩები.

საგარეო საქმეთა სამინისტრტოს განცხადებით, 24 ივნისს ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ხოლო 25-26 ივნისს ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტია დაგეგმილი.

ამასთან ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ურუგვაისთან, არგენტინასთან და ჩილესთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics