|
2019-04-03 14:52:03, 1400 ნახვა
პოლიტიკა
OSGF: ამომრჩევლის უმეტესობისთვის პარტიის ლიდერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საარჩევნო პროგრამა
„ღია საზოგადოება - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის, 46%-სთვის ხმის მიცემის დროს უფრო მნიშვნელოვანია პარტიის ლიდერი და არა საარჩევნო პროგრამა. საარჩევნო პროგრამა უფრო მნიშვნელოვანია 39%-სთვის, ხოლო 16%-მა არ იცის, ან კითხვას არ უპასუხა. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 66%-მა თქვა, არასდროს არც ერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამა არ წაუკითხავს. კითხვაზე - წაგიკითხავთ თუ არა ოდესმე რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა? - დადებითად 33%-მა უპასუხა. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2.9%-ია, თუმცა, ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)