23:25 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 23:32:01, 1147 ნახვა

საზოგადოება
კახი კალაძე აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მზადაა, აქცია კი მის საცხოვრებელთან მიმდინარეობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, მის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. 
მერიის ცნობით, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს.

ამავდროულად აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერის კახა კალაძის საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ. ისინი მოითხოვენ კახი კალაძემ დღესვე გამართოს მათთან შეხვედრა. 

მათი თქმით, კალაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები არ მივიდნენ დემონსტრანტებთან შესახვედრად.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, დემონსტრანტებთან მივიდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია

„თბილისი სიკვდილის ქალაქია“, „სოლიდარობა მუშებს“  აქცია ჭავჭავაძის 5 ნომერთან პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანია დაკავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics