13:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 13:06:01, 1413 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: „ოცნება“ არ აძლევს ვენეციის კომისია დროს, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეების შერჩევის პროცესში

ვენეციის კომისიის დასკვნის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სამადაშვილის განცხადებით, მან და მისმა თანაგუნდელებმა კომისიის წევრებს საკუთარი პოზიციები გააცნეს და გაუზიარეს მოსაზრება, რომ ხელისუფლების მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროექტი მმართველ გუნდზეა მორგებული.

„ეს კანონპროექტი არის მორგებული პირდაპირ ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც შეიძლება სწრაფად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო მისთვის სასურველი მოსამართლეებით. ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი ხედვა, როგორც იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები არის კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე საპარლამენტო პროცედურასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქაც ბევრი პრობლემაა.  მაგრამ მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ არ აძლევს ვენეციის კომისიას საერთოდ საკმარის დროს, რომ მათ რაიმე მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, ეს არის რეალობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics