|
2019-03-31 13:48:53, 4611 ნახვა
სხვადასხვა
ვლადიმერ ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას
"მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით." - ამის შესახებ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმერ ზელენცკიმ განაცხადა. ფავორიტმა კანდიდატმა კომენტარი ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა. " მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება." -განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენქვეყნის ტერიტორიაზე 199 საარჩევნო ოლქია. სულ 29 888 საარჩევნო უბანი მოქმედებს, საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გაერთიანების „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იური ბოიკომ, „სამოქალაქო ოპოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ, რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ და სხვებმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)