|
2019-03-20 22:23:59, 5571 ნახვა
სპორტი
6 ერის კიდევ 2 სეზონი საქართველოს გარეშე
6 ერის ოფიციალურმა გვერდმა მომდევნო ორი სეზონის მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. 2020-2021 წლების სეზონების მატჩების გამართვის თარიღი, ადგილი და დრო ცნობილია. ამ ტურნირის მომდევნო ორი სეზონიც ''ბორჯღალოსნების'' გარეშე ჩაივლის. 2020 წლის სეზონი მოქმედი ჩემპიონის, უელსის მატჩით გაიხსნება. ბრიტანელები საკუთარ მოედანზე იტალიის ნაკრებს უმასპინძლებენ. ირლანდია შოტლანდიას მიიღებს, ხოლო ინგლისი საფრანგეთს ესტუმრება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ისევ მსოფლიო რაგბის იმედად რჩება. მათ მიერ დაანონსებული ახალი ტურნირი ''ბორჯღალოსნების'' შანსია, რომ ეს ჩაკეტილი სივრცე გაარღვიონ და პირველი ეშელონის გუნდებთან ითამაშონ. ფაქტია, რომ 6 ერის ხელმძღვანელობას სულაც არ სურს, ტურნირის ფორმატის შეცვლა, მაგრამ მსოფლიო რაგბის დაპირება რომ 2022 წლიდან ყველაფერი შეიცვლება, ქართულ რაგბის იმედს მაინც უტოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)