12:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 11:47:05, 436 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: საქართველოს მთავრობამ შშმ პირებთან დაკავშირებით, ფაკულტატიური ოქმის ხელმოწერისგან თავი შეიკავა

„საქართველოს მთავრობამ ფაკულტატიური ოქმის ხელმოწერისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა “,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ფაკულტატიური ოქმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შესაძლებლობას მისცემს გაეროს მიმართონ  და გარკვეული მექანიზმებით ისარგებლონ.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სახელმწიფომ მეტი პროგრამების განხორციელება უნდა დაიწყოს. ერთ-ერთ რეკომენდაციად კვლავ რჩება  გაეროს კონვენციის ფარგლებში ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირება, რათა აღნიშნულმა პირებმა გაეროს შესაბამის კომიტეტს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ.  სამწუხაროდ, საქართველოს კვლავ არ მოუწერია ხელი ამ ოქმისთვის, ჩვენმა მთავრობამ ჯერჯერობით თავი შეიკავა ფაკულტატიური ოქმის ხელმოწერისგან. ეს არის  გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შესაძლებლობას აძლევს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში გაეროს მიმართონ და გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ “, - განაცხადა უჩა ნანუშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics