17:30 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 21:57:49, 1289 ნახვა

საზოგადოება
ამ თვეში უკვე მეორედ ჯეოსელის მუშაობა შეფერხდა

ჯეოსელის“ ქსელში შეფერხება დაფიქსირდა. მომხმარებლები მთელი დღის განმავლობაში ვერ სარგებლობდნენ ინტერნეტით ასევე შეჩერებული იყო ხმოვანი სიგნალის მომსახურება.
როგორც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერდნენ ზოგი აბონენტი ვერ ახორციელებდა ზარებსაც.
ამ თვეში პირველი შემთხვევა არაა, როცა "ჯეოსელის" მუშაობა შეფერხდა.

დღის მოერე ნახევარში კომპანია "სილქნეტმა" რომლის საკუთრებაა "ჯეოსელი" აბონენტებს ბოდიში მოუხადა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა.

"ამჟამად შეფერხება ნაწილობრივ გამოსწორებულია. ჩვენი ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ხარვეზი უახლოეს პერიოდში სრულად აღმოიფხვრება." - ნათქვამია სილქნეტის განცხადებაში.

გასულ თვეს "ექსპრესნიუსმა" გამოაქვეყნა მოცემები, რის მიხედვითაც, მობილური ოპერატორი  "ჯეოსელი" რომელიც  კომპანია "სილქნეთის" საკუთრება გახდა, რეკორდული სისწრაფით კარგავს აბონენტებს.  საზოგადოებრივი აზრის კვლევითი კომპანიის Express Research-ის, მხედვით, "ჯეოსელის" აბონენტები, მომსახურების ხარისხის გაუარესების გამო, საქართველოში არსებულ სხვა მობილური კავშირის კომპანიებს ირჩევენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics