01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 18:27:23, 1750 ნახვა

ეკონომიკა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

12-13 მარტს, თბილისში,  სასტუმრო „Radisson Blu Iveria“ -ში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა .

სხდომის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წევრი პორტებისა და სამუშაო ჯგუფში შემავალი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფმა  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების გზები, 2019 წლისათვის სატრანსპორტო დერეფნის სატარიფო განაკვეთები,  აქტაუსა და ბაქოს პორტებს შორის სარკინიგზო-საფიდერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებსა და კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისას მხარეთა ურთიერთქმედების რეგლამენტის შეთანხმების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ტვირთნაკადის კონტროლის მიზნით შეთანხმება იქნა მიღწეული ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის სქემაზე. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.

 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics