14:59 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 20:06:07, 991 ნახვა

საზოგადოება
ტუნისის, პალესტინისა და ლიბიის დელეგაცია მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში ტუნისის, პალესტინის და ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის კონცეფციას გაეცნენ და სრული ინფორმაცია მიიღეს იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებითაც მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად სარგებლობს.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათთვის მომსახურების ისეთივე მაღალი სტანდარტით მიწოდება, როგორიც დიდ ქალაქებშია.

მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრებში საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისი მიეწოდება, მაგალითად: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს.

საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მათში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, რომ სოფლიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. ცენტრებში მოსახლეობას, ასევე, შეუძლია 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტით სარგებლობა.

დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით სულ 64 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

ტუნისის, პალესტინის და ლიბიის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში 9 მარტს ჩამოვიდნენ და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ. ისინი საქართველოს 13 მარტს დატოვებენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics