|
2019-03-07 11:08:50, 1642 ნახვა
პოლიტიკა
„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ“ - ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს შეხვდა
მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. როგორ შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ისინი სტრატეგიული პარტნიორები არიან. "რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება უზრუნველყოთ", - განაცხადა პუტინმა. მანვე დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მალე "საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სადაც რუსეთი დამკვირვებლებს გაგზავნის". თავის მხრივ დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. "ეს ცხადყოფს, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარება და სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან მაღალ დონეზეა", - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)