22:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 11:14:58, 1899 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ სტიპენდიანტების პროექტი გრძელდება

„თიბისის“ 200-მა სტიპენდიანტმა პირველი სტიპენდია უკვე მიიღო. ნიჭიერ ბავშვებს მარტიდან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ.

"თიბისის სტიპენდიანტები" თიბისის  2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. წელს თიბისის ინიციატივით  პროექტის ფარგლებში, 200 ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

ბენეფიციარი  ბავშვები სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირთან მუშაობის შედეგად შეირჩნენ,  ისინი გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში.

პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს, კერძოდ, ბავშვები შეირჩნენ ჭუბერიდან, გორიდან,  წნორიდან, წეროვანიდან, თბილისიდან, ლექოკიდან, ბარისახოდან, უწერადან, არახვეთიდან, ქუთაისიდან, კარალეთიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ხონიდან, ამბროლაურიდან, სენაკიდან, პატარძეულიდან და სხვა.

„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი“, - განაცხადა თიბისის ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

სტიპენდიანტების პროექტი არ იქნება ერთჯერადი და თიბისი მსგავს პროექტს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.

 

 

(R)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics