11:43 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-03 13:01:56, 1554 ნახვა

რეგიონი
ოპოზიციის მტკიცებით საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემაში რომელშიც 12 მილიონი დაიხარჯა არ მუშაობს

 საგარეჯოში ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყლის მილები დაამონტაჟა, მაგრამ პროექტი აღარ დაასრულა და მოსახლეობა ისევ, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. 

’’ევროპული საქართველოს’’ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით: - ’’12 მილიონი ლარი დაიხარჯა  საგარეჯოს წყალმომრაგებისთვის და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს დღემდე არ აქვს წყალი . ადამიანები წვალობენ, საერთო საუბნო ონკანებიდან საათებით უწევთ რიგში დგომა ,რომ დასალევი წყალი მოიტანონ ოჯახში  და ამ დროს წყალი მიედინება ხევში,სრულიად  მიუხედავად და უპატრონოდ. 
   ეს არის ‘’ქართული ოცნების’’ გაკეთებული საქმე ,როდესაც წყალი მიდის ხევში და ონკანში ადამიანებს არ აქვთ არც სასმელი და არც გამოსაყენებელი წყალი.  ეს არის 12 მილიონი,რომელიც საგარეჯოში დაიხარჯა წყალმომარაგებაზე. ამ ყველაფრის ცვლილების გზა არის ის რომ მოსახლეობამ, ყველა ჩვენგანმა , რაც შეიძლება სწრაფად  ვუთხრათ უარი ხელისუფლებას ,რომელსაც არ შეუძლია საქმის გაკეთება ,რომელსაც არ აწუხებს ხალხის პრობლემა , ვუთხრათ უარი და მათთან ერთად ამ ხევის წყალს გავატანოთ ის პრობლემები ,რომელიც დღეს აწუხებთ საგარეჯოსაც  მთელ საქართველოსაც, ეს პრობლემები არის ბევრი, ძალიან დიდი.   დღემდე, ხელისუფლებაში იხარჯება თანხა , ვითომ კეთდება საქმე , მაგრამ აი, ასე წყდება საქმე და წყალს მიაქვს გადაყრილი ფული და დახარჯული თანხა.’’ -  განაცხადა დავით ბაქრაძემ 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics