23:16 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 17:40:20, 1375 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

დეპუტატმა  ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა.

როგორც მან ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარესთან ამ საკითხზე საუბარი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა.

„ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა. რამდენიმე თვის წინ მქონდა კონკრეტული საუბარი დაახლოებით ასეთ გეგმებზე პარტიის თავმჯდომარესთან და მაშინ გადაწყდა, რომ ნაჩქარევი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, არ იქნებოდა სწორი. ამის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და მე უბრალოდ არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე არის პროტესტი იმის საწინააღმდეგოდ, რაც სიტუაციაშიც ვართ დღეს ჩვენ პარლამენტში. ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა, სულაც არ მგვრის ეს სიამოვნებას, მაგრამ ვფიქრობ, არჩევანი მქონდა და ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების, იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიტანეთ 2012 წლის პირველი ოქტომბერი“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, კვაჭანტირაძე უკვე მეხუთე დეპუტატია, ვინც ბოლო პერიოდში მმართველი გუნდი დატოვა. მანამდე „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics