21:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 19:16:26, 1836 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას

მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  რეიტინგების მუდმივად გაუმჯობესების ტრენდი ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ამ წლებში მიღწეულ პროგრესს აღიარებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სარეიტინგო კომპანიები, რომელთა შეფასებებს  გავლენა აქვთ ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე. 

„სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის სამწლიანი პროგრამა პოზიტიურად მიმდინარეობს და ჩვენ წარმატებით ვასრულებთ პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და ვახორციელებთ  მნიშვნელოვან რეფორმებს. სარეიტინგო კომპანიის მიერ აღნიშნულია ბიუჯეტის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია. როგორც ცნობილია, 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 2.6%-იან დეფიციტზე და მომდევნო წლებში, დეფიციტი შენარჩუნებულია მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, ფისკალური კონსოლიდაცია, ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე, ქმნის მყარ საფუძველს, სარეიტინგო კომპანიის შემდგომ  პოზიტიურ შეფასებაზე.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics