17:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 19:01:03, 503 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ვიშეგრადის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, 2015 წლის 18 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ხაზი გაესვა აღნიშნული ჯგუფის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ჯგუფს აქტიური მხარდაჭერისა და ვიშეგრადის ფონდის ფარგლებში გაწეული დახმარებისათვის, რაც გულისხმობს პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფერენციის ფარგლებში ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებად შეაფასა.

თავის მხრივ, ვიშეგრადის ქვეყნების მინისტრის მოადგილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics