06:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 15:39:13, 1126 ნახვა

საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო, 112-ში 261 შეტყობინება შევიდა - მაშველები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან დაფიქსირდა.

ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე; 62 შენობის სახურავი; 32 ავტომანქანა; ბუნებრივი აირის 8 მილი; მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი; 4 სარეკლამო ბილბორდი.

„ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics