14:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 13:28:34, 1110 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: არც ანაკლიის პორტს და არც TBC ბანკს საფრთხე არ ემუქრება

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გამორიცხავს, რომ "თიბისი ბანკის" ირგვლივ დაწყებული გამოძიება რაიმე კავშირში იყოს ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხების მცდელობასთან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება პორტის პროექტის განვითარებას ცდილობს.

„მე გამოვრიცხავდი, რომ ანაკლიას უკავშირდებოდეს, პირიქით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლება მაქსიმალურად მხარს უჭერს პროექტის განვითარებას და დარწმუნებული ვარ, არანაირი კავშირი არ აქვს. არც ანაკლიას და არც TBC ბანკს, საფინანსო სისტემას საქართველოში არ ემუქრება არანაირი საფრთხე. იყო კონკრეტულ ტრანზაქციაზე კონკრეტული შეკითხვა და მჯერა, რომ ზუსტად ამ ტრანზაქციაზე იქნება პასუხი გასაცემი და მეტი არაფერი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

შეგახსენებთ, 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა.  

„თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics