14:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 18:26:13, 3597 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე - მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან ერთად ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზები მოვნახოთ

"ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან, ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსვლის გზები მოვნახოთ", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბანკის დაარსების დღიდან მის მთავარ ღირებულებას გამჭვირვალობა წარმოადგენს. 

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ რომ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, აქციონერებს თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. „თიბისის“ დაარსების დღიდან, ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, "თიბისი ბანკმა" სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება და ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსვლის გზები, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა.  

„თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics